25 ივნისი სერჟანტთა კორპუსის დღეა
25-06-2022, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.


თავდაცვის ძალების სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

დღესვე დიდგორის მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა.


პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი