თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 6 წლის იუბილე აღნიშნა
28-06-2022, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელმაც წელს ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო, იუბილე თავდაცვის უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სკოლისთვის აკრედიტაციის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენა ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია.

 


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მარია ქრისტინა ვან კოლდამი და სლოვაკეთის ელჩის მოადგილე, ზუზანა პალოშოვა. ღონისძიების დასასრულს, სკოლის აკრედიტაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ - სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი და მისი მოადგილე ნიკოლოზ მელქაძე.

 


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მიმდინარე წლის ივნისში სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემასთან. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც.

 


სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის მისიაა უწყებაში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ეტაპობრივად, სკოლა გეგმავს, შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით ცოდნის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი