წეროვანში, დაშავებული სამხედროების შვილებს უმასპინძლეს
28-06-2022, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დაბა წეროვანაში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებასთან ერთად, დაშავებული სამხედროების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა.

 

 

ბავშვებისთვის სპეციალურად მოწვეულმა „ბასტი ბუბუს“ შემოქმედებითმა გუნდმა მათ პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით საზეიმო განწყობა შეუქმნა. წარმოდგენაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯარისკაცების შვილები, რომლებმაც სტუმრებთან ერთად იმხიარულეს.

 


საღამო „მხიარული სტარტებით“ გაგრძელდა, რომელშიც 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით ყველა მონაწილეს სიგელები და საჩუქრები გადაეცა. ბავშვებს ბაზაზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი