ბაშარ ალ ასადი: “სანამ “ისლამური სახელმწიფო” არ დამარცხდება, მე არსად არ წავალ”
19-11-2015, 23:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოთხშაბათს, აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება უშულოდ დამოკიდებულია სირიაში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაზე, რომლისთვისაც ბაშარ ალ ასადის გადადგომაა საჭირო. “სანამ ასადი ხილისუფლებაშია, სირიის სამოქალაქო ომი არ დამთავრდება”, – თქვა ობამამ.


სანამ ობამა ფილიპინებში გამართულ სამიტზე ხელისუფლებიდან ასადის, რაც შეიძლება მალე მოშორების საჭიროებაზე საუბრობდა, თვითონ ასადი, იტალიური ტელეარხის Rai 1-ისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ არ წავა ხელისუფლებიდან, სანამ ისლამისტი ტერორისტები არ დამარცხდებიან. ამის შესახებ თურქული გაზეთი “რადიკალი” იტყობინება.


ასადის თქმით, პარიზის ტერორისტული აქტების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა სავარაუდოდ, სირიაში მიიღეს სამხედრო განათლება, მაგრამ ეს ტერორისტული ორგანიზაცია არა სირიაში, არამედ ერაყსა და ავღანეთში წარმოიშვა, რაშიც თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასევე დასავლეთმა.


ასადმა აღნიშნა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას, “ისლამურ სახელმწიფოს” წარმოშობისა და განვითარებისათვის სირიაში საკმარისი მასაზრდოებელი გარემო არ ჰქონდა და მხოლოდ თურქეთის, საუდის არაბეთის, ყატარის ძალისხმევისა და დასავლეთის სხვადასხვა სახის დახმარების შედეგადაა, რომ მივიღეთ ეს საშინელი ორგანიზაცია.


tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი