ვლადიმერ პუტინი: ზოგიერთი სახელმწიფო მზად არ არის შეეგუოს მსოფლიოში დომინირების დაკარგვას და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო ერთპოლარული მოდელი, ერთი ქვეყნის დომინირება კი სახიფათოა და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ რისკებს
30-06-2022, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო მზად არ არის შეეგუოს მსოფლიოში დომინირების დაკარგვას და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო ერთპოლარული მოდელი, ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება კი მსოფლიო არენაზე სახიფათოა და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს.

 

 

„ზოგიერთი სახელმწიფო მზად არ არის შეეგუოს მსოფლიო არენაზე დომინირების დაკარგვას და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო ერთპოლარული მოდელი. ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის და სხვა საეჭვო ცნებების საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ და წარმართონ გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ; ატარებენ დახურული ბლოკების და კოალიციების შექმნის კურსს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასარგებლოა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის – ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოსვლისას.

 


მისი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა მონაწილეთა ბუნებრივი უფლებები იგნორირებულია და უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტური პრინციპი შერჩევით არის განმარტებული.

 


„დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებზე დაწესებულმა ცალმხრივმა არალეგიტიმურმა სანქციებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ერთი სიტყვით, ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება მსოფლიო არენაზე არა მხოლოდ არაპროდუქტიულია, არამედ სახიფათოც და უცილობლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი