სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ დაიწყო
04-07-2022, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ
„კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „შამქორი 2022“ გახსნის ოფიციალური
ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით აღმოსავლეთის სარდალმა,
ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიმართა, სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა
ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

 


სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ აღმოსავლეთის სარდლობის
ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით
ტარდება. ერთკვირიანი სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს.
„შამქორი 2022“ ეროვნული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორის“
ტაქტიკურ კომპონენტს წარმოადგენს და მოსამზადებელ სწავლებათა ციკლის ნაწილია.

 


სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო
განათლების სარდლობის, დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის
სარდლობის, ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა
დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის
დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა
მონაწილეობს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი