ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
05-07-2022, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს სხვადასხვა ფორმატის საშუალებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ ურყევ მისწრაფებებზე.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ - „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტს“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. ლელა ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის.

 

 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ტოტალური თავდაცვისა და რეზერვის მობილიზაციის კუთხით, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს მადლობის სიგელი გადასცა. პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას საქართველოში ფინეთის თავდაცვის ატაშის პოზიციაზე ვიცე-პოლკოვნიკი ჰარი ვეილ ჰენრიკ პალდანიუსი შეცვლის.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი