ბორის ჯონსონს მინისტრთა კაბინეტი ეშლება - დიდ ბრიტანეთში გადადგომების სერია გრძელდება და ჯონსონს წასვლისკენ მოუწოდებენ
07-07-2022, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე ზეწოლა სულ უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც ხუთშაბათ დილით გადადგომების სერია გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ თანამდებობები დატოვეს პენსიების მინისტრმა გაი ოპერმანმა, სასამართლოს მინისტრმა, ჯეიმს კარტლიჯმა, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის მინისტრმა ქრის ფილპმა. როგორც ამ უკანასკნელმა თქვა, "ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან პარლამენტის ნდობა აშკარად გამქრალია". 

 

 

მანამდე პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა ბრენდონ ლუისმა, ჩრდილოეთ ირლანდიის მდივანმა და განაცხადა, რომ მთავრობას სჭირდება „პატიოსნება, მთლიანობა და ურთიერთპატივისცემა“. თანადებობებიდან წავიდნენ ასევე ხაზინის, უსაფრთხოების, მეცნიერების მინისტრები - ჰელენ უოთლი, დემიან ჰაინდსი და ჯორჯ ფრიმენი.

 

 

უფრო ადრე, სამშაბათს, ერთმანეთის მიყოლებით პოსტები პროტესტის ნიშნად დატოვეს ჯანდაცვის და ფინანსთა მდივნებმა - საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა. მინისტრების გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, რომლის გამოც, ბრიტანეთის პრემიერმ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა. საუბარია მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ედება ბრალი. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.
 

 

ოთხშაბათ ღამით, ბორის ჯონსონმა სახელმწიფო მდივანი მაიკლ გოუვი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ უნდა გადამდგარიყო.

 

 

ბორის ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა ახალმა ფინანსთა მინისტრმა, ნადიმ ზაჰავიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე სამშაბათ საღამოს დაინიშნა. ტვიტერში ის წერს: „ეს არ არის მდგრადი და მხოლოდ გაუარესდება: თქვენთვის, კონსერვატიული პარტიისთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის. თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი საქმე და წახვიდეთ ახლა“. 

 

 

შინაგან საქმეთა მდივანი პრიტი პატელი და ტრანსპორტის მდივანი გრანტ შაპსიც მათ შორის არიან, ვინც ჯონსონს თანადებობის დატოვებას ურჩევს.

 


გენერალური პროკურორი სუელა ბრავერმენი ამბობს, რომ ის ხელმძღვანელობის ნებისმიერ გამოწვევაში ჩაერთვება, თუმცა არ გადადგება.

 


დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წამყვანი წევრების გადადგომისა და ზეწოლის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ჯონსონი პოსტიდან წასვლაზე უარს ამბობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი