გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს შეხვდა
08-07-2022, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გენერალი მათიაშვილი აშშ-ის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ჯეიმს მაკკონვილს შეხვდა. შეხვედრას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, გენერალი დარილ ვილიამსიც ესწრებოდა.

 


ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე და ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის ინტენსიფიკაციაზე.

 

 

ევროპის სახმელეთო ძალების ყოველწლიური კონფერენცია გერმანიის ქ. გარმიშში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ევროპულ ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სახმელეთო ძალების სარდლებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა. კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

 

 

მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებები და მისი გავლენის საკითხები გლობალურ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო ურთიერთთავსებადობისა და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზით საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი