საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა
12-07-2022, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია
ნულანდმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ და უკრაინის თავდაცვის
მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული
უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული
ომის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი, როგორც ნატოს
აღმოსავლეთ ფლანგის განუყოფელი ნაწილი, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური
უსაფრთხოებისთვის. მისი განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება
სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე. მინისტრის თქმით,
მისასალმებელია, რომ ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოს
ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის ხაზგასმული. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს
ურყევ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო
მალე გახდება ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო
გაძლიერების სურვილი გამოხატა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაცვის
ძალების ტრანსფორმაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით,
საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა
კიდევ ერთხელ გამოხატა.

 


„ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი“ რუმინეთის ასპენის ინსტიტუტისა და აშშ-
ის გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი