მიხეილ ჩხენკელი საფრანგეთში მოღვაწე პროფესორის, გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
14-07-2022, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს სორბონის უნივერსიტეტის დოქტორისა და ნანტის უნივერსიტეტის პროფესორის, გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.

 

 

„დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალება, ვინაიდან ის ნამდვილად იყო ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, ბრწყინვალე მთარგმნელი და მწერალი.

 

 

მისი მოღვაწეობა ფასდაუდებელია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, თითქმის 30 წლის განმავლობაში, აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ნაყოფიერ მთარგმნელობით და ლიტერატურათმცოდნეობით საქმიანობას ეწეოდა.

 

 

ბატონი გასტონი გახლდათ თარგმნის უნიკალური დიდოსტატი. სწორედ მისი დამსახურებაა ფრანგულ ენაზე შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ავტორების თარგმნა, რომელთა ნაწარმოებები ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება ცნობილი ფრანგი მწერლების ნაწარმოებების არაერთი ქართული თარგმანი.

 

 

ბატონი გასტონ ბუაჩიძე იყო თბილისისა და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ასევე ნანტის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი.

 

 

ბატონი გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალება სამეცნიერო საზოგადოებისთვის მართლაც უდიდესი დანაკარგია. ვიზიარებ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას.”

 

 

გასტონ ბუაჩიძე 87 წლის ასაკში საფრანგეთში, ქალაქ ნანტში, გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი