ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა
15-07-2022, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი
სწავლება გაიმართა. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და
რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური
ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. დასკვნით საველე
სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის
ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით
გაანადგურეს.

 


საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის
გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, სპეციალური ოპერაციული ძალების მეთაური, პოლკოვნიკი
თეიმურაზ ყლატეიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეექვსე დივიზიის მეთაური, გენერალ-
მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი დაესწრნენ.

 


სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა
იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების
მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში
საბრძოლო გასროლები განხორციელდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და
საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი