„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი" მიმდინარეობს
23-07-2022, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მეორე დღე საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობას დაეთმო.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების
კონცეპტუალური ჩარჩო, უსაფრთხოების ენერგეტიკული ასპექტები, ოკუპირებული რეგიონები
- ეს ის თემები იყო, რომლებიც მომხსენებლებმა კურსის ფარგლებში განიხილეს.

 


საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი
ჭიჭინაძემ ყურადღება თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციასა და ეროვნული წინააღმდეგობის
კონცეფციის შესახებ გაამახვილა. მან ისაუბრა მოკლე და გრძელვადიანი სახელმძღვანელო
დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო
გაძლიერების კუთხით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, ტოტალური თავდაცვის
მნიშვნელობაზე, სამობილიზაციო სისტემაზე, ასევე თავდაცვის სამინისტროში
განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

 


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები,
ასევე კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მოგვიანებით, მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარში მიიღეს მონაწილეობა.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ მიმდინარეობს.
მასში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მომხსენებლები მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს
ექსპერტები არიან. კურსის განმავლობაში მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და
უსაფრთხოების სისტემას ეცნობიან.

 


„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის
(DIBS) ინიციატივით ტარდება. სემინარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში
ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის
სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში
ყოველწლიურად ტარდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი