„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
26-07-2022, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. სემინარის დასკვნითი დღე ეროვნული
უსაფრთხოების სისტემისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის, ადამიანის
უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ მსჯელობას დაეთმო. დისკუსიების შემდეგ
კურსის მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარის მიხედვით მომზადებული სამუშაო
პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა
ნიკოლაშვილმა „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები
გადასცა.

 

 

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის
განმავლობაში სამთავრობო, არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა
ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შესახებ მთავრობის უმაღლესი
თანამდებობის პირებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების მოხსენებები მოისმინეს.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის
(DIBS) ინიციატივით ჩატარდა. სემინარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში
ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის
სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში
ყოველწლიურად ტარდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი