საქართველოს პარლამენტის დეპუტატები „ჯარის ქალაქის“ მშენებლობას გაეცნენ
28-07-2022, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მახათას მთაზე
იმყოფებოდნენ, სადაც „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
პარლამენტარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ
უმასპინძლა და ბინათმშენებლობის სამუშაოები დაათვალიერებინა. დეპუტატებმა სამხედრო
მოსამსახურეებისთვის საბინაო უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზეც
იმსჯელეს.

 


„ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას
ისახავს მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში
ხორციელდება. მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსია აშენებული,
რომელშიც 1092 ბინაა განთავსებული. ყველა კორპუსში დასრულებულია კარკასული, ბლოკის
წყობისა და ვიტრაჟის ჩასმის სამუშაოები. ბინები გამიჯნულია სამეზობლო და შიდა ტიხრებით,
ასევე დასრულებულია სახურავის, კიბის უჯრედის, ლიფტის ჰოლისა და გაზიფიცირების
სამუშაოები.

 

 

უკვე დამონტაჟებულია ლიფტები და მიმდინარეობს ფასადების მოწყობა. სამხედროებმა
თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართი, სულადობის
პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეიძინეს.
საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარია.
შესაბამისად, სამხედროები ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარს იხდიან. ამ
თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება აქვთ არა საბანკო გარანტიებით, არამედ
უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

 

 

პროექტი, რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020
წლის ოქტომბერში დაიწყო, 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი განგრძობითი ხასიათის
იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევა, რომლის შედეგადაც მაიორი და
ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას
მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო
გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი