მე-3 ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა
06-08-2022, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა
საჩვენებელი სწავლება გამართეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ
ელემენტებთან ერთად რეიდის ოპერაცია ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

 


ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ქ. ქუთაისში, უფროსი
ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე გაიმართა. საიუბილეო თარიღი
ბრიგადის პირად შემადგენლობას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალი კობა
გრიგოლიამ მიულოცა. ღონისძიებაზე სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის

შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფეზიონალიზმისათვის დაჯილდოვდნენ
ცეცხლსასროლი იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ და „გენერალი
მაზნიაშვილი“.

 


მე-3 ქვეითი ბრიგადა, 1992 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად, 22-ე
მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი უძველესი დანაყოფია საქართველოს
თავდაცვის ძალებში, რომელიც შექმნისთანავე აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში
აქტიურად ჩაება. 2008 წლის აგვისტოში მე-3 ქვეითი ბრიგადა მონაწილეობდა რუსეთ-
საქართველოს ომში. ბრიგადის პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის
საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაშიც. სხვადასხვა დროს მისი ქვედანაყოფები
მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის
ისლამურ რესპუბლიკაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი