საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა
09-08-2022, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა გაიარეს, ტაქტიკურ-ტექნიკურ კურსს კი, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფის ნაკრები ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

 


მათ სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამთო-ტექნიკური მომზადება გაიარეს და მაღალ მთაში სროლის ტექნიკას დაეუფლნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამთო ელემენტების გამოყენებით ტაქტიკური ოპერაციებიც შეასრულეს. სკოლამ კიდევ ერთ კურსს უმასპინძლა.

 


საბაზისო კურსის ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სამთო ტექნიკური მომზადების ფარგლებში კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს.

 


ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი