გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო
10-08-2022, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალებში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტურნირის მონაწილეებს სპორტულ ასპარეზობაში წარმატება უსურვა და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის თავგანწირვაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით, ასევე მიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ. პაატა გურასპაულმა აღნიშნა, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამარჯვებულ გუნდს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობას მისცემს.

 


მოგვიანებით, გიორგი ანწუხელიძის შვილებს ჯუანშერ ბურჭულაძემ საჩუქრები, ხოლო პაატა გურასპაულმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი ბურთები გადასცა.

 


„3X3“ კალათბურთში ტურნირის ოფიციალურად გახსნის ღონისძიება ნატო-გაიმართა საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე, სადაც რამდენიმე გუნდის შეხვედრაც გაიმართა.

 


ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ. JTEC-ში საპატიო სტუმრის სტატუსით ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

 


ტურნირი „3X3“ კალათბურთში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ფინალური თამაშები ბათუმის ბულვარში გაიმართება, სადაც ასევე დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელი თამაში პარა-კალათბურთში. ტურნირში წელს პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც. 19 აგვისტოს გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

 


გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. ჩემპიონატი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული შემართების ამაღლებას უწყობს ხელს.

 


საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი