სამხედრო დღე შაორის „ახალგაზრდულ ბანაკში“
16-08-2022, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდულმა ბანაკმა მოსწავლეებისა და
სტუდენტების მიღება განაახლა. დღეს ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებში
მათ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის
სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. ჯარისკაცებმა მოზარდებს თავდაცვის ძალების
ისტორიის, ამოცანების, საქართველოს ეროვნული გმირების, სამხედრო განათლების შესახებ
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით, ბანაკის ტერიტორიაზე საქართველოს
თავდაცვის ძალებში არსებული ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო,
რომლის გაცნობისა და დათვალიერების საშუალება ყველა მონაწილეს ჰქონდა.

 


ღონისძიების ფარგლებში „სახალისო შეჯიბრი სამხედრო ელემენტებით“ ჩატარდა. სამხედრო
ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. მოზარდები
ერთმანეთს ტვირთვის გადაზიდვაში, საკაცით დაშავებულების გადაადგილება-გადაყვანასა და
მოკლე გარბენში შეეჯიბრნენ. სამხედრო დღე შეჯიბრში მონაწილე გამარჯვებული გუნდის
გამოვლენით დასრულდა.

 


ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ყველა
რეგიონიდან და მათი შერჩევა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინაციით ხდება. წელს,
ბანაკები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად
დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული
სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ
ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ
ახალგაზრდებს მასპინძლობენ. პროგრამა საქართველოსა კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით
ხორციელდება.

 


პროექტის მიზანია სხავდასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-
შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და
ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

 


წელს მოზარდებს შაორსა და ანაკლიაში რამდენიმე ნაკადად უმასპინძლებენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი