საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
22-08-2022, 22:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებულ
ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრი სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა
მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან,
გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მათ ცეცხლის
გავრცელების არეალი უშუალოდ დაათვალიერეს და საგანგებო შტაბის
წევრებისგან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ
დეტალური ინფორმაცია მიიღეს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა,
პრემიერ-მინისტრის დავალებით მან გუშინ ადგილზე მოინახულა სტიქიის ზონა
სამომავლო რისკების შეფასების მიზნით, თუ რამდენად საჭირო იყო თავდაცვის
ძალების ჩართვა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მისივე თქმით, ამჟამად
დასახლებულ პუნქტებში ცეცხლის გავრცელების რისკი აღარ არსებობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში
ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო
მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები
ჩაერთნენ. ამჟამად, სტიქიის ზონაში საქართველოს თავდაცვის ძალები პირადი
შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის სალიკვიდაციო
სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს
ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის
სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი
რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი
შემადგენლობა. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან
მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი
გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ
ლოკალიზებას ცდილობენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი