საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა აქტიურად არის ჩართული.
ცეცხლის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის
მინისტრი დღესაც პირადად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე კიდევ
ერთხელ ჩავიდა და უშუალოდ მოინახულა ცეცხლის ქრობის პროცესი. ბორჯომის
მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და
ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში
თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის
ბრძანებით ჩაერთვნენ. ამჟამად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ჯარების
ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I
ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების
რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა
ახორციელებს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან
მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი
გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ
ლოკალიზებას ცდილობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.