სამხედრო მოსამსახურეების მიერ შესრულებულ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცის ძალების მეთაური ადგილზე გაეცნო
25-08-2022, 21:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობით განხორციელებულ ხანძრის
სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაური ტაქტიკურ მართვის პუნქტში
უშუალოდ გაეცნო. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ხანძრის გავრცელების კერების შესახებ
ინფორმაცია აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიაწოდა და
ცეცხლის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული
და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოხსენება წარუდგინა.

 


ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი
ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური
და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში აღმოსავლეთ
სექტორში - სოფელი დვირის მიმართულებით ახორციელებს ხანძრის სალიკვიდაციო
სამუშაოებს. სამხედროები ცეცხლის ქრობის პროცესში მეოთხე დღე აქტიურად არიან ჩართული
და სამუშაოებს სპეციალური ლოჯისტიკური საშუალებების - მუხლუხებიანი ყველგან მავალი
სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო
ავტომანქანების დახმარებით ახორციელებენ.

 


თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და
ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი