ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროების გარბენით აღინიშნა
31-08-2022, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელების დღეა. საერთაშორისო მშვიდობისა და
უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები მრავალეროვნული სწავლების
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
მდებარე მემორიალთან გაიხსენეს. ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და პოლკოვნიკმა
ჯონ მაიკლ ფუჩკომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული
სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 


დღესვე IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული
მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ
ღონისძიებაში მონაწილეობა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე ქართველმა და
უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. ფინიშის ხაზის
გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა და კოინები გადაეცა.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ საქართველოში უკვე მეექვსედ
ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე
ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში
სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი