მედია სწავლება სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვის
08-09-2022, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2022“ (Noble Response 2022) გამართავს.

 


პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით,
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტების, რეპორტიორებისა და
ოპერატორების გადამზადებაა.

 

 

მონაწილეობის მსურველები 4 დღის განმავლობაში, 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის
ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად,
სწავლების მონაწილეები 4 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი
მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციისა და ამ გზაზე სტრატეგიული
კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას
ითვალისწინებს.

 


პრაქტიკული ნაწილი რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც
„გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ
სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ.
ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს.

 


სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 8 სექტემბერს და გაგრძელდება
20 სექტემბრის 17.00 საათამდე. სულ შეირჩევა 20 კანდიდატი.

 


სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-
ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

 


• ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელსაც უმუშავია ან
დაინტერესებულია უსაფთხოების და თავდაცვის თემატიკით.

 


• ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მედიასაშუალების
შტატიანი ან ხელშეკრულებიანი თანამშრომელია;

 


• მედია სწავლებაში მონაწილეობის მიღებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი
კურსის სტუდენტებიც შეძლებენ.

 


სწავლებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა, რეპორტიორმა, ფოტო-რეპორტიორმა,
ოპერატორმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 


﹣ პირადობის მოწმობის ასლი;

 


﹣ ორი ფოტო სურათი ¾ (მათ შორის ელ-ვერსიაც);

 


﹣ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა #100);

 


﹣ რეზიუმე (CV);

 


﹣ სამოტივაციო წერილი;

 


საბუთების გადარჩევის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგებთან;

 


ინფორმაცია და დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის
მისამართზე: stratcom@mod.gov.ge ან ჩააბაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამოქალაქო მისაღებში.

 


მისამართი, დ. უზნაძის ქუჩა #117 ა;

 


რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი

 


დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მობილურზე: 599512320 მაკა კევლიშვილი

 


გთხოვთ, გამოგზავნილი წერილის სათაურად მიუთითოთ „მედია-სწავლება 2022“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი