თავდაცვის სამინისტრო: ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოსდა თავდაცვის ძალებს მასობრივად ტოვებენ სამხედროები
12-09-2022, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოსდა თავდაცვის ძალებს მასობრივად ტოვებენ სამხედროები. აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს, სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა სამხედროების ფინანსური, საბინაო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, აღჭურვის, კვების და ა.შ. პირობები. პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მიერ დაწყებული ჯარის დისკრედიტაციის კამპანია კარგად აჩვენებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების და აღმშენებლობის პროცესის ეფექტურობას.

 

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს და ცხადია, მას ტოვებს სამხედროთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ასევე ხდება მისი რიგების შევსება. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ განუმარტავს, რომ გადინებისა და შევსების თვალსაზრისით, მაჩვენებლები სტაბილურია თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის მიმართულებით.

 

ამასთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სამხედროთა პირობების გაუმჯობესებას, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები არასდროს ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტებით, სწავლებებით, თუ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესით. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, ქართული ჯარის შესახებ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სწავლებების მიმართულებით, უწყების მიერ მომზადებული მასალების გავრცელება აღნიშნული მედიასაშულებების მიერ არ მომხდარა, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ პოლიტიკურად მოტივირებულ და ნეგატიურ დღის წესრიგზე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი