ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
13-09-2022, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ბოლო წლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი დონის ვიზიტები.

 


განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. აღინიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროექტია არაბული ინვესტიციით დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ითქვა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით მიმდინარე თვეში დაიწყება დიალოგი. პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.

 


მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ფედერალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აბდულა ალ მაზრუი, აბუ დაბის განვითარების ფონდის ოპერაციების დირექტორი ადელ ალ ჰოსანი, Dhabi Group-ის მმართველი დირექტორი სამი ედვარდ ადამსი, კომპანია Etihad Credit Insurance - ის აღმასრულებელი დირექტორი მასიმო ფალკონი, დუბაის მრეწველობისა და ექსპორტის კორპორაციის გენერალური დირექტორი საიდ ალ ავადი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი