შვედეთის არჩევნებში მემარჯვენე პარტიების გამარჯვების შემდეგ, მაგდალენა ანდერსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა
15-09-2022, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისი მთავრობის დამარცხების შემდეგ, თანამდებობას ტოვებს. ანდერსონის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ მცირე პროცენტული მაჩვენებლით წააგო მემარჯვენე ფრთის პარტიებთან და ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ 173 ადგილი აქვს მოპოვებული პარლამენტში, ოპოზიციას კი 176.

 


მოელიან, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას „ზომიერი პარტიის“ ლიდერი ულფ კრისტერსონი მოახდენს. ბლოკში სხვებთან ერთად, ულტრა-მემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“ შედის, რომელიც ქუჩებში ბანდების მზარდი დანაშაულის წინააღმდეგ აწარმოებდა კამპანიას.

 


ეს არის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი შვედეთის პოლიტიკისთვის - „შვედეთის დემოკრატებს“ ოდესღაც პოლიტიკური პარტიები უყურებდნენ როგორც კეთროვანს, მაგრამ ახლა მათ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 20% მოიპოვეს.

 


ოთხპარტიული მემარჯვენე ბლოკი, რომელიც ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, „შვედეთის დემოკრატების“, „ზომიერი პარტიის“, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ლიბერალებისგან“ შედგება.

 


„პარლამენტში მათ ერთი თუ ორი ადგილით აქვთ უპირატესობა. ეს მცირე უმრავლესობაა, მაგრამ უმრავლესობაა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე 55 წლის მაგდალენა ანდერსონმა.

 


საარჩევნო კამპანიისას ბანდების, იმიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხები, ასევე ელექტროენერგიის ფასების ზრდა დომინირებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი