"ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
16-09-2022, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების
ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არავითარ შემთხევაში არ გადის
მილიტარისტულ გზაზე", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში.
თავდაცვის მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის
მხრიდან საქართველო-ნატოს ერთობლივ წვრთნებზე გაკეთებულ განცხადებას. ჯუანშერ
ბურჭულაძის თქმით, ეს იყო გეგმიური წვრთნა, რომელიც საქართველოში უკვე მეექვსედ
ჩატარდა.

 

 

"აპელირება, რომ ჩვენ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, არ არის სწორი. არანაირი ტექნიკა
წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ
პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ
ყოფილა", - აღნიშნა მან.

 

 

თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამგვარ საუბარს, შესაძლოა,
პრევენციული ხასიათი ჰქონდეს. "კიდევ ერთხელ შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ
წყნარად იყოს. ჩვენგან მხრიდან არანაირი საფრთხე არ არის არც საქართველოს ძირძველი
ტერიტორიების მიმართ და, მით უმეტეს, რეგიონში", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი