ჯუანშერ ბურჭულაძე: ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი პროცესი
16-09-2022, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“
ეთერში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით
გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და უწყების მისამართით მიმდინარე დისკრედიტაციის
კამპანიას გამოეხმაურა. „ხდება დისკრედიტაცია ზუსტად იმ მიმართულებების, რაზეც
ჩვენ ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ, როგორიცაა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების
უნიფორმა და საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარიდან როგორც გადინება, ისე შემოდინება არის
ცოცხალი პროცესი. „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს პროცესი
შევამციროთ. ამას ჩვენ ვუპირისპირებთ იმ პირობებს, რაც შევქმენით ჯარში. ასეთი
კომფორტული პირობები, ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა. ჩვენ
არ ვართ კმაყოფილი და არ დაგვისრულებია ამით, რა შედეგსაც მივაღწიეთ. ეს იქნება
განგრძობითი პროცესი,“ - განაცხადა მინისტრმა. „ყველა ვიაზრებთ, რომ ჯარის
რიცხოვნობა არის საიდუმლო ინფორმაცია, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, ეს არ
არის ჩემი საიდუმლოება. როდესაც ჩვენ ამას ვებრძვით და ვერ ვიაზრებთ, რომ ჯარიდან
გადინებაა და ამაზე ასე აპელირებას ვაკეთებთ, ეს შემიძლია შევადარო იმ მოვლენას, რაც
მოხდა ერეკლე მეორეს დროს, ჩვენი არაკეთილმოსურნეები რომ ამბობდნენ, ერეკლე
მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო...“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


მინისტრმა უნიფორმასთან და კვებასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებებსაც
უპასუხა და განაცხადა, რომ ესეც აღნიშნული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია:
„როდესაც პირველად ვიყიდეთ „ლოვა“ და ამას აშუქებდა ყველა, მივიღეთ
გერმანელებისგან გამაოგნებელი წერილი, რომელიც ჩვენგან მიწერეს, არის თუ არა ეს
ნამდვილი და ხომ არ მზადდება სადღაც მეორად ქარხანაშიო... ჩვენს ჯარისკაცებს არ
აქვთ მხოლოდ ერთი უმაღლესი ხარისხის ბათინკი, არამედ აქვთ ორი წამყვანი ბრენდის
ბათინკი, რომელიც არის ყველა სეზონზე გათვლილი და თუ მოხდა ის იშვიათი
შემთხვევა და ჯარისკაცს დაუზიანდა ბათინკი, აქვს მეორე, ანალოგიური ხარისხის და
ასევე, მესამე წყვილი ბათინკი, რომელიც ასევე მაღალი ხარისხის არის, სათადარიგოდ
აქვს ყველა სამხედრო მოსამსახურეს.“

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ჯარისკაცებს საუკეთესო კვების პირობები აქვთ.
„ჩვენ გვაქვს კვების ხარისხის დეპარტამენტი ცალკე, რომელსაც ძალიან კვალიფიციური
თანამშრომლები უძღვებიან. ამდაგვარი კვება ჩვენს ჯარში არასოდეს არ ყოფილა. თუ

 

რაიმე ძვირფასი საკვებია დღეს ქვეყანაში, ამით იკვებება ჩვენი ჯარი. ეს არის ცოცხალი
ხორცი, ეს არის ის რძის ნაწარმი, რომელიც შედის ისეთ სუპერმარკეტის ქსელებში,
რომელიც არის ფუფუნების საგანი,“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი