ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტს: „თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია“
19-09-2022, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ქობულეთში 1955 წელს ჩემი ბაბუის მამამ ააშენა სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლი საქართველოში. თქვენ გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა სახსრებით შეიძინა რეზიდენცია ქობულეთში.


ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან წყნეთში მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ წყნეთში სახლი 2010 წელს შეიძინა, მისი ქონება კი, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ გაზრდილა:


„საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. ქონების დამალვის სურვილი რომ მქონოდა, ქონებას არა დედაჩემზე, არამედ, სხვაზე გავაფორმებდი. კიდევ გეუბნებით, თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და მის წინააღმდეგ გავრცელებული მსგავსი არასწორი ინფორმაციები ქართული ჯარის რეპუტაციის შელახვად და შუღლის გაღვივებად შეაფასა.


მან სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მყოფ ჟურნალისტებთან საუბარში დააკონკრეტა, რომ მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ართანაში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი