ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე
20-09-2022, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა.

 

„საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება ხუთ თემატურ მიმართულებას, რომლებიც ხაზგასმულია განათლების მომავლის საერთაშორისო კომისიის ანგარიშში და ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

 

ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე.

 

საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ძალისხმევა საკვანძოა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც განათლებული, გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეებისგან შედგება,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენება და განახლება.

 

"2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი. 2030 წლისთვის საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გაივლის ახალი, მრავალმხრივი ავტორიზაციის პროცესს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი განათლების პრაქტიკა და დაინერგოს ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის ხარისხის მექანიზმები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.

 

„ნათელია მეგობრებო, რომ პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ გაეროს პრინციპის დასაცავად, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს სისტემის მიღმა. პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. კრიზისმა ფაქტობრივად გამოიწვია ინოვაციური გადაწყვეტილებების მატება. საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა. პროგრამების პოპულარობა იზრდება და ემსახურება მთლიანად ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველოში პრიორიტეტად არის მიჩნეული განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ.

 

„განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში.

 

ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ.

 

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“,- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი