თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის აღდგენა სრულდება
21-09-2022, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიის არქივის ფოტო: ქეთევან დედოფლის გამზირის აღდგენა 3 აგვისტო, 2022 წელი 

 

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნული მისამართზე, სხვადასხვა მონაკვეთში ასფალტის საფარი იგება.

 


„ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება. პარალელურად, ასფალტის ქვედა ფენები ავლაბრის მოედანზე და თელავის ქუჩის შესახვევიდან, ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე იგება. შემდეგ ეტაპზე, აღნიშნულ სარეაბილიტაციო მონაკვეთში, საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისი თქმით, სახეშეცვლილი ავლაბრის მოედანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი იქნება.

 


„ავლაბრის მოედანი მთლიანად სახეშეცვლილი იქნება. ეს საზოგადოებრივიტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი გახდება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედანზე არსებული შადრევანი ავიღეთ და ეს სივრცე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოვიყენეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


გარდა ამისა, ავლაბრის მოედანზე გზაგამყოფიკუნძულები ეწყობა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი