ზაზა ბიბილაშვილი: არასდროს წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქე არ ცხოვრობდა იმაზე ღირსეულად, სამართლიანად და უსაფრთხოდ, როგორც 2004-2012 წლებში
23-11-2015, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადვოკატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი ვარდების რევოლუციის 12 წლისთავის შესახებ Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს. ბიბილაშვილს მიაჩნია, რომ 2004-2012 წლები ყველაზე წარმატებული 9-წლიანი პერიოდი იყო "საქართველოს დოკუმენტირებულ (არამითოლოგიურ) ისტორიაში".

 


"მეგობრებო, გილოცავთ გიორგობას და ვარდების რევოლუციის 12 წლისთავს! 2003 წლის 23 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი თარიღი ჩემს მეხსიერებაში - დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ნებისმიერი ობიექტური, გაზომვადი კრიტერიუმით ყველაზე წარმატებული 9-წლიან პერიოდს საქართველოს დოკუმენტირებულ (არამითოლოგიურ) ისტორიაში.

 

 

არასდროს საქართველო არ ყოფილა ისეთი ცნობილი, მნიშვნელოვანი და სამაგალითო დანარჩენი მსოფლიოსთვის, როგორც მაშინ. არასდროს წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქე არ ცხოვრობდა იმაზე ღირსეულად, სამართლიანად და უსაფრთხოდ, იმაზე დაცულად კრიმინალისა და მექრთამეებისგან, არასდროს მას არ ჰქონია განვითარების იმდენი საშუალება წარმოშობისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, არასდროს მას არ უვლია ისე ამაყად იმის გამო, რომ ამ ქვეყნის - ამ სახელმწიფოს - მოქალაქეა, როგორც 2004-2012 წლებში.

 

 

ბევრზე უკეთ ვიცი (კონკრეტული მაგალითებით), რომ იმ წლებში უამრავი ცუდიც ხდებოდა. ოღონდ ის "ცუდი" 2003 წლამდეც ხდებოდა (გაცილებით დიდი დოზით) და ახლაც ხდება (2012 წლის მერე). აი, "კარგი" კი მართლაც უნიკალური იყო. ასე რომ, ნუ დანებდებით რუსულ პროპაგანდას. თუ რომელიმე ბნელქოცი ან "მე არც ესენი მომწონს" კეკლუცი ქოცი ირონიულ გაღიმებას დააპირებს, თხოვეთ, დაგისახელოთ, კონკრეტულად როდის ვცხოვრობდით უკეთ. მერწმუნეთ, ვერ დაგისახელებთ", წერს ზაზა ბიბილაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   გურამ სანადირაძე
      
რასაც ავტორი აღნიშნავს, მე კი კარგად არ მახსოვს, მაგრამ ნუთუ:
- კანონის უზენაესობა იყო დამყარებული?
- ხელისუფლების შტოები ერთმანეთისაგან გამიჯნული იყო?
- კერძო საკუთრება დაცული იყო?
- თვითმმართველობები იყო (გააჩნდათ სუბსიდიარობა)?
- განათლების რეფორმა წარმატებული იყო (2011 წლის მონაცემებით მსოფლიოს 75 ქვეყანას შორის 65-ე ადგილი დავიკავეთ)?
- ბავშვთა სიკვდილიანობის მხრივ პირველი ადგილი არ გვეკავა?
- ემიგრაციის რაოდენობა არ იყო მასშტაბური?
- სამხრეთ ოსეთის ავტონომია არ აღდგენილა (რომელიც 1990 წელს სრულიად კანონიერად გაუქმდა და მსოფლიომ ასეთად გვაღიარა)?
ერთადერთს დავეთანხმები: ყველა ეს მანკიერება შევარდნაძის დროსაც იყო და ივანიშვილის დროსაც გაფურჩქნულია. ჩემი აზრით ყველა ეს ხელისუფლება ერთის სამი კლონია მეტი არაფერი. უმნიშვნელო განსხვავებებზე ლაპარაკი არასერიოზულია.
23 ნოემბერი 2015 04:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი