ირანში პოლიციის მიერ მოკლული პროტესტანტების რაოდენობა 76-ამდე გაიზარდა - უფლებადამცველი ჯგუფი
28-09-2022, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სულ მცირე 76 პროტესტანტი მოკლეს ირანის უსაფრთხოების ძალებმა 11 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების დროს, რაც პატიმრობაში მყოფი ქურთი ეროვნების ქალის სიკვდილმა გამოიწვია.

 


ნორვეგიაში დაფუძნებულმა ირანის ადამიანის უფლებებების ორგანიზაციამ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად არაპროპორციული ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში დასდო ბრალი.

 


სახელმწიფო მედია „ამბოხებულებს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 41-ს შეადგენს, მათ შორის არის უსაფრთხოების ძალების რამდენიმე წარმომადგენელი.

 


დაპატიმრებულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის 20 ჟურნალისტი. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაკავებულთა შორისაა ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აქბარ ჰაშიმი რაფსანჯანის ქალიშვილი ფაეზეჰ ჰაშიმი, რომელიც სამშაბათს უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა აიყვანეს. ჰაშიმი ირანის ისტებლიშმენტის ღია კრიტიკოსია. ირანის ოფიციალურმა პირებმა 1200-ზე მეტი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადეს.

 


„საპროტესტო აქციის მონაწილეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკი სერიოზულია და მომიტინგეების წინააღმდეგ ცოცხალი საბრძოლო მასალის გამოყენება საერთაშორისო დანაშაულია“, - თქვა ირანის ადამიანის უფლებებების ორგანიზაციის დირექტორმა მაჰმუდ ამირი-მოღადამმა. „მსოფლიომ უნდა დაიცვას ირანელი ხალხის მოთხოვნები მათი ძირითადი უფლებების შესახებ“.

 


გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა კი განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია ხელისუფლების ძალადობრივი პასუხით და მოუწოდა მათ პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

 


22 წლის ქურთი ქალი ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ საქეზიდან 13 სექტემბერს იმყოფებოდა დედაქალაქ თეირანში, როდესაც იგი ზნეობის პოლიციის თანამშრომლებმა მკაცრი კანონის დარღვევის ბრალდებით დააპატიმრეს, რომელიც ქალებს თმის ჰიჯაბით ან თავსაბურავით დაფარვას ავალდებულებს.

 


ახალგაზრდა ქალმა გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც გადაიყვანეს დაკავების ცენტრში, სადაც „უნდა გაენათლებინათ“ არსებული კანონის თაობაზე, სამდღიანი კომის შემდეგ კი იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ ქალბატონი ამინი გულის უეცარი უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ მისმა ოჯახმა უარყო ეს და განაცხადა, რომ მას ოფიცრებმა სცემეს.

 


ზნეობის პოლიციისა და ჰიჯაბის კანონის წინააღმდეგ პროტესტი, რომელიც ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა გამოიწვია, სწრაფად გადაიქცა ყველაზე სერიოზულ გამოწვევად, რომელსაც წლების განმავლობაში აწყდებოდა ირანის შიიტური მუსლიმი სასულიერო ისტებლიშმენტი.

 


სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ნაჩვენებია ქალები, რომლებიც დემონსტრაციულად წვავენ კოცონზე თავსაბურავებს და საჯაროდ იჭრიან თმებს შეძახილებით: „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ და „სიკვდილი დიქტატორს“ - იგულისხმება ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

 


ორშაბათს, საპროტესტო გამოსვლები დაფიქსირდა თეირანში და სხვა ქალაქებში, მათ შორის იაზდში, ქვეყნის ცენტრში და თავრიზსა და სანანდაჯში, ჩრდილო-დასავლეთით. 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მასწავლებლებმაც გაფიცვა მოაწყვეს და კლასებიდან გავიდნენ.

 


ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ორშაბათის მდგომარეობით 14 პროვინციაში 76 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ექვსი ქალი და ოთხი ბავშვი, თუმცა დასძინა, რომ ინტერნეტის შეზღუდვები ცნობების გავრცელების შეფერხებას იწვევს.

 


35 ადამიანი მაზანდარანისა და გილანის პროვინციებშია დაღუპული - თეირანის ჩრდილოეთით და 24 ქურთებით დასახლებულ, დასავლეთ აზერბაიჯანის, ქერმანშაჰის, ქურთისტანისა და ილამის პროვინციებში.

 


იარნის ადამიანის უფლებების ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული ვიდეოები და გარდაცვალების მოწმობები ადასტურებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი უშიშროების ძალებმა პირდაპირ მომიტინგეებისკენ ისროლეს, რასაც ირანის ხელისუფლება უარყოფს.

 


ირანში მასობრივი პროტესტისა და არეულობების ფონზე, პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ „ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის ოპონენტების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღების აუცილებლობაზე“ განაცხადა.

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
Do any of you need a ton of letterheads that are of high quality right away? https://www.digitekprinting.com/adhesive-vinyl’s a link to a site to get what you need. I saw from a forum that this printing center gives exactly what you ask for. They offer full color printed letterheads within the day if you order by 1PM. I saw their portfolio and all the products are rich and accurate in color and their materials are also good for the environment.
2 ოქტომბერი 2022 23:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი