DIBS-ში თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა გაიხსნა
28-09-2022, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პირველად საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიან, სტრატეგიული დონის პროგრამას მასპინძლობს. პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

 


სწავლება ექვს მოდულს მოიცავს: სტრატეგიული ლიდერობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარება, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა, თავდაცვის დაგეგმარება და მენეჯმენტი, სტრატეგიული ოპერაცია და დაგეგმარება.

 


ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ექსპერტების ლექციები, ასევე ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში.

 


სწავლებაში მონაწილეობენ თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო წოდების მოსამსახურეები, სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს უწყებების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები.

 


2023 წლიდან დაგეგმილია პროგრამის განხორციელება თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე წარიმართება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ გააგრძელონ სწავლა თსუ-ს აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ერთწლიანი სამაგისტრო ხარისხი. პროგრამა DIBS-ის მიერ განხორციელებული უწყებათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი