„ვმუშაობთ დიდი ტყვიის საწარმოს გახსნაზე საქართველოში“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
29-09-2022, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პოსტვ“-ის ეთერში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 80 მილიონით გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი პარტნიორებთან ერთად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილ პროექტებს მოხმარდება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 


„მე არ მინდა, საზოგადოებას დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ შეიარაღებას ვაკლებთ რამე სახსრებს და ამით ვაფინანსებთ სოციალურ პაკეტებს. ეს ასე არ არის. ამ 80 მილიონის ბიუჯეტში დამატებაც ზუსტად ამას ეხმაურება, რომ ზუსტად ის პროექტები, რაც დაგეგმილი გვაქვს პარტნიორებთან ერთად, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებლად, გეგმაზომიერად განვახორციელოთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ შეიარაღების შესყიდვებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „გარდა იმისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა შესყიდვა იმ გადაუდებელი აუცილებელი შეიარაღების, ამ ბოლო წლებში დავასრულეთ უკვე ურთიერთობა და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმოები, რომელიც დაიწყებს შაშხანების წარმოებას, დრონების წარმოებას, ასევე ვმუშაობთ დიდი ტყვიის საწარმოს გახსნაზე საქართველოში. ჩვენ უკვე ტყვიებს ვაწარმოებთ. გავაფართოვეთ ჯავშანჯილეტების და ჯავშანჩაფხუტების საწარმო. გადავეცით 40 ერთეული შეჯავშნული ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, მაშინ როდესაც ეს მანქანები 2008 თუ 2010 წლიდან იწარმოება და არცერთი ერთეული არ მიუღია არასდროს თავდაცვის სამინისტროს. პირველ ეტაპზე 40 ერთეული გადავეცით, მას შემდეგ კიდევ გადავეცით რამდენჯერმე კავშირგაბმულობის, სამედიცინო დანიშნულების შეჯავშნული მანქანები და ეს პროცესებიც მიდის აქტიურად. გარდა ამისა, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო თუ ტანკსაწინააღმდეგო ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ ფაქტიურად დასკვნით ფაზებში ვართ უკვე მოლაპარაკებების და ხელშეკრულების გაფორმების ყველა ამ მიმართულებით, რაც შეეხება შეიარაღებას”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი