ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს - ჯუანშერ ბურჭულაძე
29-09-2022, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს“, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ ჯარს.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა. „მარტივად რომ გითხრათ, ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მოიცავს სოციალურ პირობებს, ასევე შეიარაღებასა და კომფორტის შექმნას, რაც ჩვენ მოვახერხეთ ფაქტიურად. ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს - დაწყებული უნიფორმით, მათი კვებით, მათი საცხოვრებელი პირობებით და ა.შ. სხვა კომპონენტი ძირითადი, რაც ჯამში შეადგენს ჯარისკაცზე ზრუნვას, მეტი არ არსებობს. ჩვენ ფაქტიურად არ დავტოვეთ არცერთი მიმართულება, სადაც არ მივიღეთ უმაღლესი ხარისხი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში შექმნილი პირობების მიუხედავად ყურადღება გაამახვილა ჯარის პოპულარიზაციის თემაზე. მისი თქმით, ეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია და უახლოეს მომავალში შემუშავდება თავდაცვის კოდექსი, რომლის მთავარი სულისკვეთება ჯარის პოპულარიზაცია იქნება. „გარდა შექმნილი პირობებისა, აუცილებელია პოპულარიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ. ესეც შეიძლება კრიტიკის საბაბი გახდეს და არის კიდეც. ამის წინააღმდეგ არის ზუსტად მიმართული ის კამპანიები დისკრედიტაციის, რაც იწარმოება ქართული ჯარის წინააღმდეგ. თუმცა, პოპულარიზაციის მიზანი ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს დასახული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ამ მიზანს. ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ თავდაცვის კოდექსს, რომელიც იქნება შემუშავებული, დამტკიცებული და ეს იქნება სახელმძღვანელო, ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენი თავდაცვის ძალების. კოდექსის მთავარი სულისკვეთება არის ჯარის პოპულარიზაცია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი