ჯუანშერ ბურჭულაძე: „ყველა ტელევიზიას შეუძლია ავიდეს და ნახოს, რა ტემპში და ხარისხით შევასრულეთ დაპირება“
29-09-2022, 07:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ტელეკომპანია „პოსტვ“-ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების საბინაო პოლიტიკასა და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა.

 


თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და პროექტით გათვალისწინებული 39, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება: „ეს პროექტი ძალიან წარმატებით განხორციელდა. ავაშენეთ დაახლოებით 115 000 კვადრატული მეტრის ფართი, ყველაფერი სწრაფ ტემპში, უმაღლესი ხარისხით შესრულდა. სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა უწევთ“.

 


ჯუანშერ ბურჭულაძე გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხსაც შეეხო: „წარმოიდგინეთ, 4000-ზე მეტი ოჯახი ფაქტობრივად ფლობდა ბინებს, თუმცა საკუთრებაში არ ჰქონდათ და ვერ სარგებლობდნენ ამ ბინებით, ვერ აყალიბებდნენ ამხანაგობებს; შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვერ შედიოდა, სერვისებით ვერ სარგებლობდნენ, რაც უამრავი პრობლემის გამომწვევი იყო. ჩვენ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის საქართველოს თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში მოვაგვარეთ, საკუთრებაში გადავეცით ფართები, აღნიშნული პროექტიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი