„ამ კამპანიის ძირითადი ამოცანა არის, რომ ჯარისკაცებში დათესონ შუღლი“ - თავდაცვის მინისტრი დისკრედიტაციის კამპანიაზე
29-09-2022, 08:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვთხოვ და ვურჩევ ყველას, რომ თუნდაც იყვნენ რადიკალური ოპოზიცია, ნუ აზიანებენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “პოსტვ”-ის ეთერში განაცხადა და მოუწოდა ცალკეული ტელეკომპანიებისა და ოპოზიციური პარტიის წევრებს, არ დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. თავდაცვის მინისტრი მასზე და ქართულ ჯარზე გაკეთებულ ყალბ სიუჟეტებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ ამით სამხედროებს შორის შუღლი გააღვივონ.

 

 

„მე ვეცდები, რომ თავი დავიცვა სამართლებრივ ჩარჩოებში, თუმცა, კიდევ ერთხელ თქვენთანაც მინდა დავაფიქსირო, მე არასდროს არ დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. ის ფაქტები, რაც მოიყვანეს აბსოლუტურად აბსურდულია. ქონება, რომელიც დაასახელეს იყო ან ჩემი ხელისუფლებაში მოსვლამდე შეძენილი, ან საერთოდ მანამდე. მით უმეტეს, ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც ფორმალურად ჩემი დეკლარანტები არ არიან და აბსოლუტურად დამოუკიდებელი პირები არიან, მათი გარევა, დისკრედიტაცია და შეურაცხყოფის მიყენება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯადი. დასჯადი მე ვგულისხმობ, რომ პასუხი უნდა აგონ ამაზე აუცილებლად. თქვენ ახსენეთ რადიკალური ოპოზიცია და მე უფრო მკაცრი ვიქნებოდი და ამ რადიკალური ოპოზიციიის იქით არსებობს ძალები, რომლებიც არიან ჩვენი მტრები. სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ იმის მცდელობას, რომ ჯარისკაცს გაუღვივონ შუღლი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ კამპანიის ძირითადი ამოცანა არის ეს, რომ ჯარისკაცებში დათესონ შუღლი. აბა როგორ შეიძლება ახლა, რომ ამ ხალხს და ამ კამპანიას უწოდო რადიკალური ოპოზიცია, ეს ბევრად უარესი შემთხვევაა, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია. ასე რომ მე ვთხოვ და ვურჩევ ყველას, რომ თუნდაც იყვნენ რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ ნუ აზიანებენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. მათი ძირითადი მოვალეობა და მიზანი არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესის დაზიანება. ეს არ არის რადიკალური ოპოზიცია, ეს არის მტრობა ქვეყნის. ჩვენ ავიტანთ იმას რისი ვალდებულებაც გვაქვს, პირადად ჩვენ, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ აზიანებენ პოპულარულ ინსტიტუციას, აზიანებენ ქვეყნის ყველა იმ ინსტიტუციას, რომელმაც უნდა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, ეს არ ნიშნავს რადიკალურ ოპოზიციას, ეს ნიშნავს ქვეყნის მტრობას. სხვა მე ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ქვეყნის მტრობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი