„ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
29-09-2022, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“-ის გადაცემა „პოლიტიკურ ინტერვიუში“ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ჯარის განვითარებისათვის ყველა მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა. ზოგიერთი ჟურნალისტის დაუსაბუთებელ კრიტიკასთან დაკავშირებით კი, მან ანალოგი ისტორიიდან დაასახელა: „დღევანდელ მოვლენებსა და ერეკლე მეორის დროინდელ მოვლენებს შორის პარალელი შეიძლება გავავლოთ, როდესაც სხვადასხვა, არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოების ოფიციალური თუ არაოფიციალური წევრები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. ეს რას ემსახურება, მარტივი მისახვედრია. ეს არის გზავნილი ჩვენს მტრებთან, რომ ქართულ ჯარში არის პრობლემები. ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებთ. პრემიერის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ფაქტობრივად, გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა ქართულ ჯარში როგორც სოციალური, შეიარაღების და, ზოგადად, ყველა მიმართულებით. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა“, -აღნიშნა მან.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ინტერვიუში ქართული ჯარის მიმართ წარმოებულ ორკესტრირებულ კამპანიაზე, უარგუმენტო კრიტიკაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და ჯარის საზოგადოებისგან გაუცხოებაზე ისაუბრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი