ჯუანშერ ბურჭულაძე: „მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას“
29-09-2022, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „პოსტვ“-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რა დანაპირებიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარში სოციალური მიმართულებით გაიცა: „ჩვენ ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შევქმნათ. პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ქართულ ჯარში გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა როგორც სოციალური, ასევე შეიარაღებისა და ყველა სხვა მიმართულებით. ბაზებზე ყველა ის პირობაა შექმნილი, რაც ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება, უნიფორმა, სადაზღვევო პაკეტი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინფასტრუქტურის სრული განახლება სამხედრო ქვედანაყოფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა და დღეს ბაზებზე ნატოს სტანდარტების შესაბამისი პირობებია შექმნილი, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტები ახლაც მიმდინარეობს და სიახლეების თვალსაზრისით მომავალი წელიც მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი