დეპუტატებმა პირველი ქვეითი ბრიგადა და ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულეს
30-09-2022, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს განაგრძობენ. საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის ფარგლებში, უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირველ ქვეით ბრიგადასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.

 


კანონმდებლებმა პირველ ქვეით ბრიგადაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. დეპუტატები ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებსა და ეკიპირებასაც გაეცნენ.

 


სტუმრები საარტილერიო ბატალიონის ნაღმმტყორცნელთა ასეულის პრაქტიკულ მეცადინეობას ადგილზე დააკვირდნენ. მოგვიანებით კი, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.
პირველი ბრიგადის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლეს, სადაც აკადემიის სტრუქტურის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ. დეპუტატებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

 


საქართველოს პარლამენტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს ეტაპობრივად ახორციელებენ და მიმდინარე პროცესებს ეცნობიან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი