ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით იზრდება
30-09-2022, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით - ეს ჯამურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით.

 

მისივე თქმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2.8 %-ს, 2 წლის წინ იყო 9.3 % პროცენტი.

 

„რაც შეეხება სხვა მონაცემებს მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2.8 %-ს, 2 წლის წინ იყო 9.3 % პროცენტი. 9.3%-და და 2.8% შევძელით 2 წელიწადში. გვაქვს 2 წელი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ- გავზარდეთ 30 მილიარდი ლარით. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 2023 წელს იქნება 24.3 მილიარდი ლარი რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს, კერძოდ მინდა რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოვკვეთო. პირველი დავიწყებ იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით - ეს ჯამურად. მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით და ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10 პროცენტით. 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10 პროცენტით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც.

 

„ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და გავხსნით. და გადავცემთ 1000 -ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელ ბინებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც, ახლა რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს და რა თქმა უნდა ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა, ეს არ არის ერთჯერადი, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა, რემონტი, გდდ-ს ბაზების, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი