ირაკლი ღარიბაშვილი: ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ
30-09-2022, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიარდ 700 მილიონზე მეტი დაიხარჯება, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მილიარდ 200 მილიონი მოხმარდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

 

„რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და აშ.., ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე, წახალისებაზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 2023 წელს დაახლოებით 6 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6 მილიარდი ლარი. აქ შედის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, მილიარდ 200 მილიონი დაიხარჯება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი, 2 მილიარდ ლარზე მეტი. წყალმომარაგება, წყალანირების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი დაპირებაა, რომ 2025 წლისთვის, ორ წელიწადში სულ რაღაც, სამ წელიწადში მაქსიმუმ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი