„მინდა, ყველა სამხედრო მოსამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი ჩვენი ჯარისთვის იჩენს“ - თავდაცვის მინისტრი
30-09-2022, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„20%-ით ანაზღაურების გაზრდა 2023 წლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განგრძობითია და სამხედრო მოსამსახურეებს 2024 წელსაც მოემატებათ ხელფასი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო
ბაზა მოინახულა, სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო და
ჯარისკაცებისათვის ხელფასების 20% ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-
მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

 


თავდაცვის მინისტრმა პრემიერს სამხედრო მოსამსახურეების სახელით მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელფასო ანაზღაურების ზრდა განგრძობით ხასიათს ატარებს.
„დღეს ჩვენმა საზოგადოებამ შეიტყო ძალიან სასიხარულო ამბავი. მინდა, ყველა სამხედრო
მოსამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ
ირაკლი ღარიბაშვილს იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი ჩვენი ჯარისთვის იჩენს. - განაცხადა
ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება
ჯამურად 490 მილიონი ლარით. „ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და
უსაფრთხოების სამსახური, და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან,
ყველა თანამშრომლისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი