სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა ინდონეზიაში, ფეხბურთის მატჩზე ჭყლეტის შედეგად
02-10-2022, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავაში ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 180 დაშავდა - იტყობინება BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უბედურებაა მათ შორის, რაც კი სტადიონზე მომხდარა.

 


როგორც BBC იუწყება, ჭყლეტა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მხარდამჭერების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 


ქვეყნის უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ მაყურებელთა რაოდენობამ სტადიონის ტევადობას დაახლოებით 4000 ადამიანით გადააჭარბა.

 


პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ბრძანება გასცა, რომ ინდონეზიის უმაღლეს ლიგაში ყველა მატჩი უნდა შეწყდეს გამოძიების დასრულებამდე.

 


ვიდეოებში ჩანს, რომ გულშემატკივრები ფინალური სასტვენის შემდეგ მოედანზე გარბიან.

 


პოლიციამ ამის შემდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ხალხის ჭყლეტა და გაგუდვის შემთხვევები გამოიწვია, თქვა ნიკო აფინტამ, პოლიციის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ იავაში. „სიტუაცია ანარქიაში გადაიზარდა. მათ დაიწყეს ოფიცრებზე თავდასხმა, დააზიანეს მანქანები. გვსურს აღვნიშნოთ, რომ... ყველა არ იყო ანარქიულად განწყობილი. მხოლოდ 3000-მდე შემოვიდა მოედანზე“, - თქვა მან და დასძინა, რომ დაღუპულებს შორის ორი პოლიციელია.

 

 

1964 წელს, ლიმაში პერუ-არგენტინის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ მატჩზე ჭყლეტის დროს 320 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.

 

 

დიდ ბრიტანეთში, ლივერპულის 97 გულშემატკივარი დაიღუპა 1989 წელს შეფილდის ჰილსბოროს სტადიონზე.

 

კომენტარები: 3
#3   farimas
      
I am really enjoying reading your well written articles. It looks like you spend a lot of effort and time on your blog. I have bookmarked it and I am looking forward to reading new articles. Keep up the good work.
matka
16 ნოემბერი 2023 19:59
#2   ranker
      
Strong I'm going to bookmark your blog . You totally have amazing stories. Pulls for obliging us your blog.
kooora koal
31 ოქტომბერი 2022 18:33
#1   ranker
      
Truly, this article is really one of the very best in the history of articles. I am a antique ’Article’ collector and I sometimes read some new articles if I find them interesting. And I found this one pretty fascinating and it should go into my collection. Very good work! satta
27 ოქტომბერი 2022 09:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი