ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა
03-10-2022, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ახლო მომავალში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიღებს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.

 


პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნულ პოსტზე კარლ ჰარცელი შეცვალა.

 

კომენტარები: 1
#1   Luke
      
Hi

I wanted to reach out and let you know about our new dog harness. It's really easy to put on and take off - in just 2 seconds - and it's personalized for each dog.
Plus, we offer a lifetime warranty so you can be sure your pet is always safe and stylish.

We've had a lot of success with it so far and I think your dog would love it.

Get yours today with 50% OFF: https://caredogbest.com

FREE Shipping - TODAY ONLY!

All the best,

Luke
9 ოქტომბერი 2022 19:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი