ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ
05-10-2022, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოში ვიზიტად ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის
თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის
მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. მხარეებმა
რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული
საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა უკრაინაში არსებული
ვითარება განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესია გამოწვევაა მთელი
რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. მათ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ
რუსეთის აგრესია და ამ კუთხით ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიური
თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. ყურადღება გამახვილდა
საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში
გაწევრიანებისკენ სწრაფვასა და ქვეყნის მიერ ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე.
ასევე, განიხილეს ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მიერ
განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთობის განვითარების
პერსპექტივებს. ლელა ჩიქოვანმა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული
მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა. ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის
რესპუბლიკის სეიმის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საკანომდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტარები ნატო-
საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC)
იმყოფებოდნენ, სადაც დელეგაციის წევრები ცენტრის ინფრასტრუქტურასა და
შესაძლებლობებს გაეცნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი