დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის ტრენინგს დაესწრნენ
07-10-2022, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანია „ოტტო ბოკის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ.

 


სასწავლო კურსის მიზანს პროთეზირებული პაციენტების სიარულისა და ყოფითი მოქმედებების სრულყოფა წარმოადგენდა.

 


საპროთეზო საწარმოთა სპეციალისტების ტრენინგი „სიარულის სკოლა“ „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში“ 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პოსტოპერაციული, პროთეზირებამდე და პროთეზირების შემდგომი თერაპიის საკითხები შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და სომხეთის პროთეზისტ- ტექნიკოსებმა. სწავლებაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულები იყვნენ „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრის“ სხვადასხვა სეგმენტის ბენეფიციარები.

 


„რეაბილიტაცია ადაპტაციის ეროვნული ცენტრი“ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს მართვაში მყოფ ორგანიზაციას და წლებია ემსახურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებს. 2021 წელს ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების შექმნა/გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კერძო სამართლის იურიდიულ პირს „Ottobock SE & Co.KGaA“ და შპს „რეაბილიტაცია ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმდა სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი