საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
07-10-2022, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსს უმასპინძლა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს ოცდაათწლიანი
მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი
წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების
დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის
ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა
ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების
შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, თავდაცვის ძალებში
განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებისა და ტექნიკის
განახლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები
განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის
სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დინამიური
თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში, ყურადღება გაამახვილეს
აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ახალ ინიციატივაზე
„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“
(GDDEI), რომელიც სტრატეგიული პარტნიორების თავდაცვის
უწყებებს შორის გასულ წელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და ხელს უწყობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების
შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების
ინტერესების მხარდასაჭერად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების
საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი
სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან
და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი